..............

georgian flag uk flag

  • omega
  • ogt
  • omega motors
  • omega tegi
  • utskebani

Omega partners

    omega 2 ომეგა 2 - ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში. ფილიპ მორისის ექსკლუზიური დისტრიბუტორი. GM Autovaz-ის, ივეკოსა და რუუკის გენერალური იმპორტიორიogt ოჯთ- სიგარეტის მწარმოებელი ლიდერი კომპანია ამიერკავკასიაში omega motors ომეგა მოტორსი - BMW ჯგუფის ბრენდების გენერალური იმპორტიორი საქართველოში omega tegi ომეგა თეგი - კავკასიაში ერთ-ერთი საიკეთესო, თანამედროვე ტქნიკით აღჭურვილი სტამბა omega news ომეგას უწყებანი - ომეგა ჯგუფის კორპორატიული გაზეთია

ომეგა ჯგუფის შესახებ

ომეგა ჯგუფი ჩამოყალიბდა, წარმატებულ და გამორჩეულ ბიზნეს-კორპორაციად საქართველოში.

ომეგა ჯგუფის სტრატეგიული ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ჩვენს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქციისა და ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მსოფლიო დონის სტანდარტებს შეესაბამება.

ომეგა ჯგუფს აქვს მრავალპროფილიანი მიმართულება და შესაბამისად მოქმედებს სხვადასხვა დარგის ბაზრებზე სადაც ნერგავს უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიებს,რაც რეალობად აქცევს და დაეხმარება მას სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში.

გლობალური ხედვა, ადგილობრივი სიძლიერე

ომეგა ჯგუფის ხედვა კომერციულ ფარგლებს სცილდება. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ვალია წვლილი შევიტანოთ ქვეყნის მომავალში. საქართველო მუდმივ დინამიური ტრანსფორმაციის პროცესშია, რათა გავრცელდეს თანამედროვე დემოკრატიის სტანდარტები და საკუთარ თავს ევროკავშირის გვერდით ხედავს. კულტურული და ეკონომიკური მოვლენათა განვითარების შედეგი, ისეთი ბიზნესებისათვის, რითიც დაკავებულია ომეგა ჯგუფი ამყარებს და უფრო აძლირებს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს.

დიდია ომეგა ჯგუფის დასაქმების მასშტაბები ლოკალური თვალსაზრისით - ომეგა ჯგუფში დასაქმებულია ძალიან ბევრი ადამიანი. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ პასუხისმგებლობით ვეკიდებით დასაქმებას, ვიცავთ მომუშავეთა უფლებებს და ვუზრუნველყობთ მათ საუკეთესო სამუშაო გარემოთი.
კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას ქველმოქმდების საშუალებითაც ვანხორციელებთ,- ვახდენთ: ხელოვნების, სპორტის, განათლების, ტაძრების და სხვადასხვა კულტურული და ეროვნული ღონისძიებების სუბსიდირებას.

იმის გარდა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში, ომეგა ჯგუფი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში - თანამშრომლობს რა ისეთ გლობალურ საერთაშორისო ბიზნესებთან როგორებიცაა: Philip Morris, BMW, MINI, IVECO, Chevrolet და Heidelberg -ი.